- რეპრივატიზაცია
- საწარმოების დაბრუნება მათი ყოფილი მფლობელებისათვის. ზოგიერთ ქვეყნებში მიღებული იყო კანონები გასული საუკუნის 40-იან წლებში კონფისკებული აქტივების მათი ყოფილი მესაკუთრეებისათვის დაბრუნების შესახებ. აქ პრობლემა წარმოიქმნება იმასთან დაკავშირებით, რომ 50 წლის წინანდელ პრეტენზიებზე დაფუძნებული საკუთრების უფლებები ძალზე აღრეულია. მრავალი ათასი სასამართლო საქმის განხილვისათვის საჭიროა წლები, რომ ყველა პრობლემა გარჩეულ იქნეს დეტალურად. უმრავლესობა თვლის, რომ პრივატიზაციის პროცესი ვერ დაელოდება იმ ფუფუნებას, როცა გადაწყვეტილი იქნება რეპრივატიზაციის საკითხი.Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.